четверг, 28 декабря 2017 г.

საწრეო მუშაობის პროგრამა

სსიპ სურამის მეორე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე „უშრეტი ფანტაზია ხელოვნებაში“

   სურამის მეორე საჯარო სკოლის ხელოვნების წრე „უშრეტი ფანტაზია ხელოვნებაში“ მუშაობას შეუდგება 2017-2018სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან. წრის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელთა მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების ხელშეწყობა და განვითარება. მოსწავლეები იმუშავებენ სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში, შექმნიან დეკორატიულ გამოყენებით, დეკუპაჟურ და აპლიკაციურ ნამუშევრებს. წრის ფარგლებში მოსწავლეები პრაქტიკულ დავალებებთან  ერთად, შეისწავლიან თეორიულ მასალას, ცნებებს, მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე.

სამუშაო გეგმა

N
თემა
მუშაობის ფორმა
კლასი
დრო
1
გაერეთიანებული შეხვედრა წრის ბავშვებთან და მშობლებთან, სამუშაო გეგმის გაცნობა
საერთო ჩართულობა
მე-4 ბ
16.01.2018
2
დეკორატიული საყვავილის შექმნა ქილისგან
ინდივიდუალური
მე-4 ბ
22.01.2018
3
თიხაზე მუშაობა, სუვენირების დამზადება
ინდივიდუალური
მე-4 ბ
05.02.2018
4
აპლიკაციების შექმნა ჰერბარიუმით
ჯგუფური
მე-4 ბ
19.02.2018
5
მისალოცი ბარათების დამზადება (3D)
ინდივიდუალური
მე-4 ბ
05.03.2018
6
სხვადასხვა მასალით თოჯინების შექმნა
ინდივიდუალური
მე-4 ბ
19.03.2018
7
სააღდგომო სუვენირების დამზადება
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
მე-4 ბ
02.04.2018
8
დიორამა
ჯგუფური
მე-4 ბ
16.04.2018
9
კომპოზიციის შექმნა ბუნებაში, თემა: გაზაფხულის ფერები
საერთო ჩართულობა
მე-4 ბ
30.04.2018
10
ქვების მოხატვა, წვრილი კენჭებით დეკორაციის შექმნა
ინდივიდუალური
მე-4 ბ
07.05.2018
11
დეკუპაჟი
ჯგუფური
მე-4 ბ
21.05.2018
12
გამოფენის მოწყობა
პრეზენტაცია
მე-4 ბ
28.05.2018











გაერეთიანებული შეხვედრა წრის ბავშვებთან და მშობლებთან, სამუშაო გეგმის გაცნობა

    პირველი შეხვედრა წრის ფარგლებში გაიმართა 16 იანვარს, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისა და მშობლებისათვის გამეცნო სემესტრული მუშაობის გეგმა, ხანგრძლივობა და საჭირო რესურსების ჩამონათვალი. მშობლებმა შეავსეს კითხვარი, თუ რას მოელიან ,მუშაობის შედეგად რა უნარებსა და შესაძლებლობებს შეიძენენ მათი შვილები, ხომ არ აქვთ სურვილი შეცვალონ ან დაამატონ რომელიმე თემა (იხ. დანართი 1)  მადლობა მშობლებს მობრძანებისთვის, ნდობისთვის და ინტერესის გამოჩენისთვის. გთავაზობთ ამ შეხვედრის ამსახველ რამდენიმე ფოტოსურათს








 დანართი 1.

მშობლის კითხვარი

1.      როგორ ფიქრობთ, რა ახალ უნარებს და შესაძლებლობებს დაეუფლება თქვენი შვილი ხელოვნების წრის ფარგლებში?



2.      გსურთ თუ არა რომელიმე თემის შეცვლა/ჩანაცვლება/დამატება?



3.      როგორ შეაფასებდით დღევანდელ შეხვედრას?



მეორე შეხვედრა: დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება
                                      დეკორატიული საყვავილის შექმნა ქილისგან
   მეორე შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწვლეებმა თავიანთი ფანტაზიითა და მარჯვე ხელებით შექმნეს ორიგინალური და განსხვავებული დეკორატიული საყვავილეები, ზოგიერთმა კი სულ სხვა დანიშნულება მისცა შექმნილ ნივთს. ბაშვებს უამრავი მასალ ჰქონდათ მოტანილი და ცდილობდნენ დამოუკიდებლად შეესრულებინათ დავალება, თუმცა ზოგიერთს დასჭირდა მცირედით ჩემი დახმარება. გთავაზობთ ფოტომასალას.









მესამე შეხვედრა: თიხაზე მუშაობა,
 სუვენირებისა და პატარა ქანდაკებების დამზადება
მესამე შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ თიხის დამუშავებას, უყურეს ვიდეოფრაგმენტებს მეთუნეების ცხოვრებიდან, ასევე პატარა ქანდაკებების დამზადებას. შეისწავლეს ახალი ცნებები: ტერაკოტა და  პოლიმერული თიხა. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნოდ დამღლელი, ბავშვებმა უამრავი ლამაზი ნივთი გამოძერწეს და ფიგურებში გამოიყვანეს, შემდეგ გუაშებით შეღებეს  და გასაშრობად 24სთ-ით დატოვეს. მოახდინეს წრის რვეულებში შეხვედრის შეფასება, რა მოეწონათ განსაკუთრებიტ, დაჭირდათ თუ არა დახმარება, რისი გაკეთება შესძლეს დამოუკიდებლად. გთავაზობთ მესამე შეხვედრის ფოტომასალას.









მეოთხე შეხვედრა: აპლიკაციების დამზადება ჰერბარიუმით.
ზამთრის სუსხიან ამინდში შემოდგომა დაგვიდგა ჩვენს საკლასო ოთახში. ძალიან ნაყოფიერი დღე იყო მეოთხე შეხვედრა, მოსწავლეებმა უმარავი აპლიკაცია დაამზადეს, როგორც ინდივიდუალურად ასევე წყვილებში. გამოიყენეს ასევე გოგრის გული, წვრილი ტოტები, ხის მერქანი, ხავსი  და სხვადასხვა ხის გამხმარი ფოთლები. შექმნეს კოლაჟი მათი გამოყენებით. გთავაზობთ ფოტომასალას ჩვენი დღვანდელი შეხვედრიდან
















მადლობა ბავშვებო ასეთი მონდომებისთვის და აქტიურობისთვის !!!



მეხუთე შეხვედრა:  წრის მეხუთე შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს ესწავლათ და დაემზადებინათ სამგანზომილებიან მისალოცი ბარათები. მათი ფანტაზია უსაზღვრო იყო, ამიტომ ბარათები სხვადასხვანაირად გააფორმეს, შეამკეს. თავიანთ დედიკოებს ულამაზესი ბარათებით მიულოცავენ ქალთა საერთაშორისო დღეს. ამ შეხვედრაზე საჭირო იყო სახაზავით ზუსტი მუშაობა, ამიტომ მოსწავლეებმა მათემატიკასთან ინტეგრირებაც მოახდინეს და გაიხსენეს სიგრძის საზომი ერთეულები. (სმ. მმ.). დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა და გადავიღეთ ფოტოები...










მეექვსე შეხვედრა: ხელოვნების წრის ამ შეხვედრის მიზანი იყო ნაჭრის თოჯინების დამზადება. მოსწავლეებმა ულამაზესი თოჯინა სუვენირები დაამზადეს,ძალიან დაიღალნენ,თუმცა შედეგი იყო სასიამოვნო. ისინი ეხმარებოდნენ ერთმანეთსაც,რითაც თანამშრომლობის უნარი განივითარეს. გთავაზობთ ფოტომასალას შეხვედრიდან




















მეშვიდე შეხვედრა: დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო სააღდგომო სუვენირების დამზადება კვერცხით, მათი მოხატვა სურვილისამებრ. ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ დავალებას, შეღებეს გუაშითა და ფრჩხილის ლაქით, მოახვიეს თოკი და მოხატეს სხვადასვანაირად. დღემ სახალისოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს, ნაკლებად დამჭირდა მათთან მისვლა და დახმარება.
დღევანდელი შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული,რომ ორმა მშობელმა სურვილი გამოთქვა წრეზე დარჩენი,ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ეხმარებოდნენ ბავშვებს .მადლობა მათ ამისთვის.






























ხელოვნების წრის მერვე შეხვედრა
ეს დღე მოსწავლეთათვის ყველაზე საინტერესო და მათთვის ძალიან მოსაწონი აღმოჩნდა. დღევანდელი დღისთვის საჭირო იყო დიორამას მეთოდით შეგვექმნა სამგანზომილებიანი ნამუშევრები. მოსწავლეებს წავუკითხე ერთ- ერთი ზღაპარი ,,ყავარჯენი,, მოსმენის შემდეგ კლასი დაიყო ჯგუფებად და თითოეულმა ჯგუფმა გააცოცხლა სხვადასხვა ეპიზოდი ზღაპრიდან დიორამის დახმარებით. ფოტომასალა დღევანდელი დღიდან


















მეცხრე შეხვედრა: ხელოვნების წრის დღევანდელი შეხვედრა მოეწყო ღია ცის ქვეშ. ბავშვებმა დახატეს სურამის ხედები, ულამაზესი ტყე, ზოგმა ტაძრის სილამაზე გამოხატა თავის ნამუშევარში. ერთ -ერთმა მოსწავლემ შექმნა აპლიკაციური ნამუშევარი, ციცხალი გვირილები ჩააკრა თავის ნახატში. დღემ სასიამივნოდ ჩაიარა.გთავაზობთ ფოტომასალას


















ხელოვნების წრის მეათე შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოხატეს ქვები სხვადასხვა მასალით,გუაშებით,ლაქით,საღებავებით,შექმნეს პატარა სუვენურები,რომლებიც მორთეს მრავალნაირად. დღემ ძალიან აქტიურად ჩაიარა, მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარები. ფოტომასალა დღევანდელი დღიდან




















ხელოვნების წრის მეთერთმეტე შეხვედრა დაეთმო დეკუპაჟური ნამუშევრების შექმნას. მოსწავლეებმა მინის ჭურჭელი მოხატეს ფერადი ხელსახოცებით, ულამაზესი ნამუშევრები შექმნეს და განივითარეს ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარები.ფოტოკოლაჟი დღევანდელი შეხვედრიდან.











წრის ბოლო, შემაჯამებელი შეხვედრა და სიგელების გადაცემა, წრის რვეულების შეფასება, რა ისწაეს, რომელი შეხვედრა მოეწინათ ყველაზე მეტად? რის გამოყენწბას აპირებენ მომავალში? ამ და სხვა შეკითხვებზე გასცეს პასუხი და მოიგონეს თითოეული დღე.











Комментариев нет:

Отправить комментарий