შიდა დაკვირვების გაკვეთილი მათემატიკში
თემა: ნათით გაყოფა
სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
თემა: ვაჟა-ფშაველას "ია"
თემა: ნათით გაყოფა
მასწავლებელი:
|
![]() |
||||||||||||||||
საგანი
|
![]() |
||||||||||||||||
თემა
|
ნაშთით გაყოფა
დრო: 45 წუთი
|
||||||||||||||||
გაკვეთილის მიზნები/სწავლის შედეგები
|
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ნაშთით
გაყოფის თავისებურებებს. დაასახელებენ განაყოფსა და ნაშთს, ამოხსნიან ნაშთის შემცველი
გამოსახულებებს. აღადგენენ გასაყოფს, ნაშთითა და გამყოფის განაყოფზე ნამრავლით. შეძლებენ ამოცანების
ამოხსნისას, ნაშთის ინტერპრეტაციას, ამოცანის კონტექსტის
გათვალისწინებით.
შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდებათ:
გაყოფის უნარები სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. რიცხვთა სხივის გამოყენებით ჩაწერენ
და ამოხსნიან ნაშთიან გამოსახულებებს, გაიაზრებენ რომ: რიცხვის გაყოფისას ზოგჯერ
არასრულ განაყოფსაც ვღებულობთ, გამყოფი ყოველთვის ნაკლებია ნაშთზე.
გაიწაფებიან სხვადასხვა ამოცანების ამოხსნისას ნაშთის პოვნისა და ნაშთის
ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
|
||||||||||||||||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
მათ.
IV.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულების
რომელიმე ხერხის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
· ზეპირად ყოფს
ორნიშნა რიცხვს ერთნიშნაზე, შესაბამის შემთხვევაში ასახელებს განაყოფსა და ნაშთს; ასაბუთებს პასუხს;
· იყენებს წერით
ალგორითმს რიცხვებზე გამრავლება-გაყოფის მოქმედებათა
შესასრულებლად
და განმარტავს გამოყენებულ ხერხს (ერთნიშნა რიცხვზე გაყოფისას); შესაბამის შემთხვევაში უთითებს ნაშთს;
· გამოთვლებზე
ამოცანების ამოხსნისას, ნაშთით გაყოფის შემთხვევაში, ახდენს ნაშთის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
|
||||||||||||||||
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლეებმა იციან
გამრავლებისა და გაყოფის კომპონენტები, გაყოფის თვისებები, შეუძლიათ იპოვონ უცნობი
გასაყოფი ან გამყოფი, იციან რომ, გაყოფა ეს არის გასაყოფიდან გამყოფის თანმიმდევრობით
გამოკლების პროცესი, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ ეს შესაძლებელია.
|
||||||||||||||||
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
|
ინდივიდუალური მუშაობა,
ჯგუფური მუშაობა.
|
||||||||||||||||
გაკვეთილზე გამოყენებული
ძირითადი მეთოდები
|
კონსტრუქტივიზმი
(მათემატიკური
მოდელირება,
ინტერაქცია,
კეთებით
სწავლება,
სკაფოლდინგი
- ხარაჩოების
მიწოდების
მეთოდით
სწავლება)
|
||||||||||||||||
შეფასების ფორმა
|
განმავითარებელი სიტყვიერი კომენტარი .
შეფასების რუბრიკა იხილეთ დანართ 1.
|
||||||||||||||||
სასწავლო მასალა და რესურსები
|
სახელმზღვანელო, ცარცი,
კალამი, რვეული, ფერადი სტიკერები და ფურცლები, ცხრილები, ფლივჩატის ფურცლები, მარკერი,
თეფშები, პატარა კუბიკები.
|
||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა:
A ფაზა-წინასწარ
|
გაკვეთილს ვიწყებ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით,
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკას. დრო (2 წთ.)
აქტივობა1.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გაკვეთილს ვიწყებ რიცხვთა სხივისა და ორი ცხრილის
ჩვენებით. რიცხვთა სხივზე თითოეული დანაყოფი 7-ის ტოლია, ანუ შვიდი ერთეულით იზრდება.
მოსწავლეები აკავშირებენ მას 7-ზე გამრავლებასთან. ცხრილებში კი ჩაწერილია გამრავლებისა
და გაყოფის კომპონენტები. მოსწავლეები დასახელებულ უცნობ თანამამრავლს და გამოსახავენ
რიცხვთა სხივზე. გაყოფის ცხრილში კი ჩაწერენ შესაბამის უცნობ კომპონენტს.
ამ აქტივობის შედეგად: მოსწავლეები გაიხსენებენ გამრავლებისა
და გაყოფის კომპონენტებს, გაყოფის თვისებებს. დრო (8წთ.)
|
||||||||||||||||
B ფაზა-განმავლობაში
|
აქტივობა 2. მოსწავლეებს ვუჩვენებ დიდ ფორმატზე დაწერილ ამოცანის
პირობას და ვთხოვ პრაქტიკულად შეასრულონ იგი. დაფაზე გაკრული მაქვს 3 კალათა და 11
წებოვანი სტიკერი. მოსწავლემ უნდა გადაანაწილოს ისე, რომ თითოეულ კალათაში თანაბარი
რაოდენობის სტიკერები იყოს. ვწერთ მათემატიკურად მის მიერ შესრულებულ მოქმედებას.
კითხვა-პასუხის გზით მოსწავლეები მიმყავს ახალ გასაცნობ ცნებასთან.
მოსწავლეები აკეთებენ შესაბამის ჩანაწერს და თავადა აღმოაჩენენ, რომ დარჩენილი სტიკრებეის
რაოდენობა შეესაბამება ნაშთს. აქვე მიღებულ გამოსახულებას მივაწერთ კომპონენტებს
და აღვადგენთ გასაყოფს. ასევე გრაფიკულად, ოთხკუთხედების გამოყენებით გამოვსახავთ
იმავე მაგალითს. დრო (15 წთ.)
ამ აქტივობის შედეგად: მოსწავლეები შეძლებენ ჩაწერონ და
ამოხსნან ნაშთიანი გამოსახულება. გაიაზრებენ , რომ გაყოფისას განაყოფი ყოველთვის
სრული არ არის, დარჩენილი რაოდენობა არის ნაშთი. ასევე აღადგენენ გასაყოფს, ნაშთისა
და განაყოფის გამყოფზე ნამრავლით. ახდენენ ნაშთის ინტერპრეტაციას, ამოცანის კონტექსტის
მიხედვით.
აქტივობა 3. კვლავ ვიყენებ რიცხვით სხივს, რომელზეც მონიშნულია
A და B წერტილები. ისინი შეესაბამება რიცხვებს: 22 და
30. მოსწავლეებს მონაცემები შეყავთ ახალ ცხრილში, სადაც მიუთითებენ უკვე ნაშთს. დრო
(5წთ.)
ამ აქტივობის შედეგად: მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ნაშთი ყოველთვის ნაკლებია განაყოფზე. (ნაშთით
გაყოფის თავისებურება)
|
||||||||||||||||
C ფაზა-შემდგომ
|
აქტივობა 4. მოსწავლეები სხდებიან ჯგუფურად, შევახსენებ ჯგუფში
მუშაობის წესებს. თითოეულ ჯგუფს ეძლევა განსხვავებული დავალება.
I ჯგუფი
მოსწავლეებს ვაწვდი
17 კუბიკს და ვთხოვ გაანაწილონ 5 თეფშზე, ისე რომ თანაბარი რაოდენობა იყოს თითოეულზე.
უნდა გამიკეთონ შესაბამისი ჩანაწერი. ჯგუფის სავარაუდო პასუხია: 17:5=3 (ნაშთი
2)
II ჯგუფი
შეავსონ ცხრილი, მიუთითონ
განაყოფი და ნაშთი
III ჯგუფი
ჯგუფს ეძლევა გრაფიკული გამოსახულება ათი წრე, მათ უნდა შეძლონ
წრეების დაყოფა სურვილისამებრ და შესაბამისი
გამოსახულებების დაწერა:
0000000000
სავარაუდო პასუხები იქნება ასეთი: 10:3=3(ნაშთი 1), 10:5=2 (ნაშთი 0)
10:2=5 (ნაშთი 0)
, 10 :4=2 (ნაშთი 2) და ა. შ.
IV ჯგუფი
მოცემულ გამოსახულებაზე
შეადგინეთ ამოცანის პირობა:
13:4=3 (ნაშთი1)
ამოცანის შინაარსი
დაწერა მთლიანად მოსწავლეთა შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
მოსწავლეები შესრულებულ სამუშაოს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით, ისინი
შეფასდებიან განმავითარებელი სიტყვიერი კომენტარით. დრო (12 წთ.)
ამ აქტივობის შედეგად: მოსწავლეები ჯგუფურად შეასრულებენ
დავალებებს, განუვითარდებათ თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარი. განამტკიცებენ
გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას.
ბოლოს მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილს:
- რა იყო დღევანდელი გაკვეთილის მიზანი?
- რა ისწავლეთ დღეს ახალი?
მოსწავლეები ინიშნავენ საშინაო დავალებას სახელმძღვანელოდან: გვ.
142, N 1, 4,
6. ვაძლევ შესაბამის მითითებებს. დრო (3
წთ.)
|
შეფასების რუბრიკა დანართი 1.
აქტივობები, რომლებშიც ფასდება
მოსწავლე
|
მაღალი
|
საშუალო
|
საშუალოზე დაბალი
|
მოსწავლის საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა, აქტიურობა.
|
მოსწავლე სისტემატურად
არის ჩართული გაკვეთილის ნებისმიერ ეტაფზე.
|
მოსწავლე ჩართულია
გაკვეთილზე, მაგრამ ხშირად ეფანტება ყურადღება.
|
მოსწავლე პასიურია
გაკვეთილზე, არიდებს თავს კითხვებზე პასუხს.
|
მოსწავლის წერითი სამუშაოების
სრულყოფილად შესრულება.
|
მოსწავლე ყოველთვის
სრულყოფილად ასრულებს საშინაო და საკლასო დავალებებს.
|
მოსწავლე ზოგჯერ არ
ასრულებს საშინაო დავალებას, მითითებები სჭირდება საკლასო დავალების შესასრულებლად.
|
მოსწავლეს ხშირად უჭირს
საშინაო დავალების შესრულება, დამოუკიდებლად უჭირს თავი გაართვას საკლასო დავალებას.
|
მოსწავლის მიერ ახალი
მასალის გაგება და გამოყენება.
|
მოსწავლე ყოველთვის
ახდენს ნაშთის ინტერპრეტაციას იმ ამოცანებში, სადაც ნაშთით ამოხსნის შემთხვევებია.
|
მოსწავლეს ხანდახან
შეუძლია მოახდინოს ნაშთის ინტერპრეტაციას იმ ამოცანებში, სადაც ნაშთით ამოხსნის შემთხვევებია.
|
მოსწავლეს უჭირს ნაშთის ინტერპრეტაციას იმ ამოცანებში, სადაც ნაშთით
ამოხსნის შემთხვევებია.
|
მოსწავლის ჯგუფში მუშაობის
უნარ-ჩვევა.
|
მოსწავლეს ჩამოყალიბებული
აქვს ჯგუფში მუშაობის უნარები, ზედმიწევნით იცავს წესებს.
|
მოსწავლე ხშირად ვერ
იცავს ჯგუფში მუშაობის წესებს.
|
მოსწავლეს უჭირს ჯგუფთან
ერთად მუშაობა, არ აქვს გააზრებული ჯგუფში მუშაობის წესები.
|
სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
თემა: ვაჟა-ფშაველას "ია"
მასწავლებელი:
|
![]() |
საგანი
|
![]() |
თემა
|
ვაჟა-ფშაველას „ია“ დრო:
45 წუთი
|
გაკვეთილის მიზნები/სწავლის შედეგები
|
მიზანი:
·
მოსწავლეებში გაწაფული კითხვის უნარის გამომუშავება;
·
ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
·
თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარის განვითარება.
შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდებათ:
·
სწორი ინტონაციით, გამომეტყველებით კითხვის უნარი;
·
ფრაზებად კითხვის უნარი;
·
კითხვის ტემპის კონტროლის უნარი;
მოსწავლე ეჩვევა:
·
ვარაუდების გამოთქმას სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით;
·
სწავლობს სიტყვის მნიშვნელობის ამოცნობას კონტექსტის მიხედვით;
·
მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევას და, აქედან გამომდინარე,
მნიშვნელოვანი და ნაკლებმნიშვნელოვანი სიტყვიების გამოყოფას.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
|
ქართ.
IV. 4. მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება
კონკრეტულ
სამეტყველო სიტუაციაში.
ქართ.
IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების
დამოუკიდებლად
წაკითხვა.
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
• ტექსტის კითხვა და გააზრება.
• ტექსტში დასახელებული ყვავილის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის ცოდნა.
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
|
ინდივიდუალური მუშაობა,
წყვილებში მუშაობა.
|
გაკვეთილზე გამოყენებული
ძირითადი მეთოდები
/აქტივობები
|
·
მახასიათებლის ცხრილი;
·
სიტყვების გამომძიებელი;
·
კითხვა აუდიოჩანაწერის დახმარებით;
·
წყვილებში კითხვა;
·
მნიშვნელოვანი სიტყვები;
|
შეფასების ფორმა
|
განმავითარებელი სიტყვიერი კომენტარი .
შეფასების რუბრიკა იხილეთ დანართი 1.
|
სასწავლო მასალა და რესურსები
|
სახელმძღვანელო, ცარცი,
პროექტორი,კომპიუტერი,მარკერი, ბარათები, თვითშეფასების პოსტერი, ცხრილი.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
A ფაზა-კითხვის დაწყებამდე
|
გაკვეთილს ვიწყებ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით,
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკას. დრო (2 წთ.)
აქტივობა1.
მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდის მიზნით,
მათ ვუჩვენებ მახასიათებლის ცხრილს. კითხვა-პასუხის რეჟიმში ვახასითებთ იას და ვავსებთ
ცხრილს: როგორია იგი? სად იზრდება? რა ასოცოაციას იწვევს ეს ყვავილი თქვენში? როგორ
ადამიანს შეიძლება შევადაროთ ეს ყვავილი? დრო(5წთ.)
ამ აქტივობის მიზანია: მოსწავლეების შესასწავლი ნაწარმოებისადმი ინტერესის
გაღვიძება და მოტივაციის გაზრდა.
|
B ფაზა-კითხვის დროს
|
აქტივობა 2. სიტყვების გამომძიებელი. დანართი 2.
მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს,
რომლებიც სამ ეტაპად ივსება. მასში ტექსტიდან ამოკრეფილი უცნობი სიტყვები იქნება
ჩაწერილი. პირველ ეტაპზე, მათ უნდა მიუწერონ
თავიანთი განმარტება, ხოლო ტექსტის მოსმენის შემდეგ შეავსონ მომდევნო სვეტი. უნდა მიუთითონ
სიტყვის მნიშვნელობა ტექსტის მიხედვით. როცა
მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს, უკვე ბოლო სვეტს შეავსებენ და ჩაწერენ ლექსიკონის
განმარტებასაც. გზადაგზა მეც ვავსებ შესაბამის ცხრილს მათი პასუხებით.დრო(6 წთ)
ამ აქტივობის შედეგად: მოსწავლე იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს,
ეჩვევა ვარაუდების გამოთქმას და ლექსიკონის გამოყენებას მნიშვნელობის მოსაძიებლად.
აქტივობა 3. კითხვა აუდიოჩანაწერის დახმარებით.
მოსწავლეებს პროექტორით ვუჩვენებ
ხმოვან სლაიდ-შოუს. პირველ ჯერზე ისინი ყურადღბით აკვირდებიან და ისმენენ ჩემ მიერ
გახმოვანებულ ტექსტს, შემდეგ კვლავ უბრუნდებიან ბარათებს და მოსმენილის მიხედვით
ავსებენ მეორე სვეტს. (მეორე ეტაპი)
ამის შემდეგ, მოსწავლეები
მხოლოდ ისმენენ ტექსტს და პარალელურად თვალს მიადევნებენ ტექსტს. ლექსიკონის დახმარებით
ამოწერენ სიტყვის განმარტებას. (მესამე ეტაპი)
დრო (7წთ)
ამ აქტივობის
შედეგად: ამ
აქტივობის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სწორი კითხვის ჩვევა,ხატოვანი
მეხსიერებით აუმაღლდეთ მოტივაცია ტექსტის გააზრებულად შესასწავლად.
აქტივობა 4. წყვილებში კითხვა.
მოსწავლეები წყვილდებიან. ჩემ მიერ მითითებულ მონაკვეთს
უკითხავენ ერთმანეთს და აფასებენ, როგორც საკუთარ თავს, ასევე მეწყვილესაც. წინასწარ
გამზადებული გვაქვს საგანგებო პოსტერი, რომელსაც თვითშეფასებისთვის იყენებენ მოსწავლეები.
დრო (10წთ.)
ამ აქტივობის შედეგად: მოსწავლეებს თვითშეფასებისა
და ურთიერთშეფასების უნარი უვითარდებათ.
|
C ფაზა-წაკითხვის შემდეგ
|
აქტივობა 5. მნიშვნელოვანი სიტყვები.
მოსწავლეები პატარა ბარათებზე ტექსტიდან ამოწერენ, მათი აზრით, ტექსტის
შინაარსის გასააზრებლად ყველაზე მნიშვნელოვან ორ სიტყვას. ( თითო ბარათზე-თითო სიტყვა).წებოვან
ბარათებს მიაკრავენ დაფაზე ჰორიზონტალურად, ხოლო თუ სიტყვები დაემთხვევა, მათ მიაყოლებენ
ვერტიკალურად. გამოვლინდება ყველაზე რეიტინგული სიტყვები. გაიმართება მცირე დისკუსია:
რომელი სიტყვები შეირჩა ყველაზე ხშირად? თქვენი აზრით, ტექსტში რომ არ ყოფილიყო ეს
სიტყვა, მოაკლდებოდა თუ არა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტექსტს? ამის შემდეგ წყვილებს
ვავალებ რეიტინგულ სიტყვებზე შეარჩიონ სასურველი დავალება და ისე იმუშაონ. დავალებებია:
მოიფიქრონ წინადადებები, შეურჩიონ სინონიმები/ანტონიმები, დახატონ, პანტომიმით გააცოცხლონ.
დავალების მათი სურვილით შესრულება გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. მოსწავლეები მოახდენენ
შესრულებული დავალების პრეზენტაციას. დრო
(12 წთ.)
ამ აქტივობის შედეგად: მოსწავლეები დაეუფლებიან მთავარი
და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევას და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი
და ნაკლებმნიშვნელოვანი სიტყვიების გამოყოფას. მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის
უნარს განივითარებენ.
ბოლოს მოსწავლეები შეაჯამებენ გაკვეთილს:
- რომელი აქტივობა მოგეწინათ დღევანდელ გაკვეთილზე?
- რა ისწავლეთ დღეს ახალი?
მოსწავლეები ინიშნავენ საშინაო დავალებას სახელმძღვანელოდან: გვ. 96. აქტივობაში N 2.ვაძლევ შესაბამის მითითებებს.
დრო (3 წთ.)
|
შეფასების
რუბრიკა დანართი 1.
აქტივობები, რომლებშიც ფასდება
მოსწავლე
|
მაღალი
|
საშუალო
|
საშუალოზე დაბალი
|
მოსწავლის საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა, აქტიურობა.
|
მოსწავლე სისტემატურად
არის ჩართული გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე.
|
მოსწავლე ჩართულია
გაკვეთილზე, მაგრამ ხშირად ეფანტება ყურადღება.
|
მოსწავლე პასიურია
გაკვეთილზე, არიდებს თავს კითხვებზე პასუხს.
|
მოსწავლის მიერ ახალი
ტექსტის გამართულად წაკითხვა
|
მოსწავლე ახალ შესასწავლ
ტექსტს ყოველთვის უშეცდომოდ კითხულობს.
|
მოსწავლეს ხანდახან
უჭირს ტექსტიდან რთული სიტყვების ამოკითხვა.
|
მოსწავლეს ხშირად უჭირს
ახალი ტექსტის უშეცდომოდ წაკითხვა.
|
წერითი სამუშაოების
ინდივიდუალურად შესრულება
|
მოსწავლეს ყოველთვის
შეუძლია დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები.
|
მოსწავლე ხანდახან
საჭიროებს დახმარებას.
|
მოსწავლე ვერ ახერხებს
დავალებების შესრულებას დახმარების გარეშე.
|
მეწყვილესთან მუშაობის
უნარი
|
მოსწავლეს შეუძლია
ურთიერთშეთანხმებულად შეასრულოს დავალება
მეწყვილესთან ერთად.
|
მოსწავლე ცდილობს,
მაგრამ ვერ ახერხებს მეწყვილესთან შეთანხმებულ მუშაობას.
|
მოსწავლეს უჭირს წყვილში
მუშაობა და დავალების პასუხისმგებლობით შესრულება.
|
დანართი
2.
სიტყვის
გამომძიებელი
უცნობი სიტყვა
|
ჩემი განმარტება
|
მოსმენილიდან ვვარაუდობ...
|
ლექსიკონის მიხედვით...
|
დუდგულა
|
|||
მამცვრევენ
|
|||
მამე
|
Комментариев нет:
Отправить комментарий